- პროექტის სახელი - მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება ხელოვნებაში
- პროექტის მოკლე აღწერა - მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების მიხედვით შექმნილი სახვითი ხელოვნების ნიმუშების, კინო და თეატრალური დადგმების შესწავლა და ლიტერატურულ წყაროებთან შედარება
- პროექტის სრული აღწერა - მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება გამორჩეულია ქართულ ლიტერატურაში. მწერლის მხატვრული თუ პუბლიცისტური ტექსტები ეროვნულსა და ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს ეხება, ამდენად, მარად აქტუალურია. ჯავახიშვილის მხატვრულმა სიტყვამ იმთავითვე დაიპყრო მკითხველიც და გახდა ხელოვანთა შთაგონების წყაროც. არსებობს მწერლის რომანებისა და მოთხრობების ილუსტრაციები, ეკრანიზაციები, სპექტაკლები. პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეისწავლონ როგორ აისახა მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება ხელოვნების სხვა დარგებში; ილუსტრაციები, ფილმები თუ თეატრალური დადგმები შეადარონ ლიტერატურულ წყაროებს. ამ მიზნით მათ მოუწევთ მწერლის სახლ-მუზეუმში, თეატრებისა და ქართული კინოს მუზეუმებში, ტელევიზიის არქივში დაცული, ინტერნეტში განთავსებული მასალების გაცნობა, მხატვრებთან, რეჟისორებთან, მსახიობებთან ინტერვიუების ჩაწერა. მოპოვებული მასალის შესწავლა, კლასიფიცირება, ანალიზი, შეფასება. შესრულებული სამუშაოს შედეგად მიღებული პროდუქტის ბლოგად ჩამოყალიბება, ბუკლეტის გამოცემა.
- მონაწილეთა ასაკი - XI - XII კლასების მოსწავლეები.
- ვადები/ხანგრძლივობა - შვიდი თვე
- პროექტის შესაძლო აქტივობები: ლიტერატურის წაკითხვა, წერა, მუზეუმებში მასალების შეგროვება, დისკუსიების, პრეზენტაციების მოწყობა, ინტერვიუ, ფოტოგადაღება, ტექსტის აკრეფა კომპიუტერზე, სლაიდ - შოუს გაკეთება, ბლოგების შექმნა,პრინტერზე მუშაობა.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას - ბუკლეტები, ბლოგები;
- სარგებელი სხვებისთვის - ინტერნეტში განთავსებული მასალები საშუალებას მისცემს დამთვალიერებელს გაეცნოს მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების გამოხმაურებას ხელოვნებაში, ერთად თავმოყრილს; შეადაროს ლიტერატურული წყარო და მისით შთაგონებული ნახატი, ფილმი თუ სპექტაკლი; გაეცნოს ავტორებთან თუ მსახიობებთან ჩაწერილ ინტერვიუებს, მათს შეფასებებს;
- სამუშაო ენა - ქართული
- მონაწილეები სხვა სკოლებიდან
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ქართულ ლიტერატურაში, შეისწავლიან ისტორიულ კონტექსტს და გაავლებენ პარალელს ლიტერატურასთან, შეაფასებენ ხელოვნების კანონებით ლიტერატურული წყაროებიდან მიღებულ ფერწერულ, კინო თუ თეატრალურ პროდუქციას. განიმტკიცებენ ინფორმაციის მოპოვების, კლასიფიცირების, ანალიზისა და სინთეზის უნარ-ჩვევებს, გამოიყენებენ ისტ-ს.
- პროექტის ფასილიტატორი - ფატი ფირუაშვილი
- ფასილიტატორის ელ-ფოსტა - fatifiruashvili@gmail.com
- პროექტის ფორუმი -
- პროექტის ვებ-გვერდი -fatifiruashvili.blogspot.com
суббота, 13 марта 2010 г.
მიხეილ ჯავახიშვილი
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий